Posts Tagged ‘რუსეთი’

კონსტანტინე ვეკუა – საქართველოს სუვერენიტეტი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე: მითი თუ რეალობა

Posted: ივნისი 16, 2010 in History
ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

„ჩემო ხელმწიფევ, როდის გნახო გვირგვინ-სკიპტრიან,
სახმილის ალთა ნაბერწყალნი გულიდან კრთიან“

ფილადელფოს კიკნაძე

„მნათი აღმოჰდეს კავკასსა, ქართლი მიეცეს ლხენასა“

ალექსანდრე ჭავჭავაძე

შესავალი

არახალია, რომ საქართველო ძველთაძველი და მდიდარი მატიანის ქვეყანაა. დედოფლისწყაროში, გონიოში, აწყურსა და სვეტიცხოვლის ეზოში ჩატარებული უახლესი არქეოლოგიური გათხრებიც ასაბუთებენ ამას. თუმცა, ჩვენის ღრმა რწმენით, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მომავალში გველოდება-იმხელა იდუმალების მატარებელია ქართული მიწა. რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს ჯერეთ ბოლომდეშეუსწავლელ შორეულ წარსულზე, რომელიც უეჭველია, უამრავ სიურპრიზს გვპირდება, ბევრად უკეთესად არც ახალი ისტორიის ობიექტურად შესწავლის საქმეში ვიმყოფებით-მტერი, შინაური თუ მომხვდური, არაერთი გვყოლია, რის გამოც ათასობით უმნიშვნელოვანესი ძეგლი განადგურდა და დღესაც ნადგურდება. შედეგად, გაძნელებულია ჩვენი ნამდვილი ნამყოს დაზუსტება.

წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს გარკვეულწილად მაინც განიხილოს XVIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIX საუკუნის დასაწყისის საქართველო, ძირითადად კი ქართლ-კახეთის სამეფო, რამეთუ სწორედ ეს ქართული პოლიტიკური ერთეული აღმოჩნდა იმ პროცესების ცენტრში, რომელთაც განაპირობეს ჩვენი სამშობლოს დაცემა და ორსაუკუნოვანი მონობა. მთავარია, გაანალიზებულ იქნეს იმ ტრაგედიის მიზეზები, რომელთა ნაყოფს დღესაც ვიმკით. მოცემული პერიოდი მეტად ღირებული და მრავლისმეტყველია. აქ ერთმანეთს კვეთს ჩვენი წარსული და მომავალი. ისტორიამ მძიმე გამოცდა ჩაგვიტარა და იგი ჯერ კიდევ არაა დასრულებული.

ქართველურმა გენმა არაერთ დამპყრობელს გაუძლო. უკანასკნელი მათ შორის იყო ბრიტანული თვითმმართველობის სისტემისაგან განსხვავებულ თვითპყრობელობაზე დაფუძნებული რუსეთის იმპერია. აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, თუ რაოდენ უხეში და ქართული სინამდვილისათვის მიუღებელი სახელმწიფოებრივი წყობა გააჩნდა ამ ტოტალიტარულ ქვეყანას (მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერი მუდმივ ბრძოლას აწარმოებდა უცხოელი აგრესორების წინააღმდეგ, სახელმწიფოებრივი წყობა სამოქალაქო ტიპისა გააჩნდა და სამხედრო ყაიდაზე გადადიოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც უმძიმესი ქარტეხილები ატყდებოდა თავს; ქართული სამართლის ძეგლები ამას შესანიშნავად ასაბუთებენ, რაც პირველად სულმნათმა ივანე ჯავახიშვილმა აღნიშნა), რომელიც მუდამჟამს თავისი ინტერესებით ხელმძღვანელობდა. ყოველივე ამას, სამწუხაროდ, უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა. აი, ასეთი სახელმწიფოსაგან აპირებდა საქართველოს ერთ-ერთი უკანასკნელი დიდი გვირგვინოსანი, ერეკლე II მფარველობა-მოკავშირეობის მიღებას.

ქართულ ისტორიოგრაფიაში განმტკიცებულია აზრი იმის შესახებ, რომ მოცემულ პერიოდში ქართლ-კახეთის სამეფოს და საერთოდ, ქართველ ერს არ შეეძლო (sic) შექმნილი წინააღმდეგობის დაძლევა და დამოუკიდებელი არსებობა, რომ არ ჰქონდა ხელსაყრელი პირობები ამისათვის. ამგვარი შეხედულების გენეზისი სავსებით კანონზომიერად მიგვაჩნია ჩვენში რუსეთის იმპერიის ბატონობის ჟამს; მაშინ, როდესაც ბევრ რამეზე ტაბუ იყო დადებული, ხოლო ადგილობრივი საზოგადოების ნაწილი ყოველმხრივ სასარგებლოდ თვლიდა „ჩრდილოეთის მზის“ ბრმად თაყვანისცემას, რასაც რუსიფიკატორული პოლიტიკა უწყობდა ხელს. გავიხსენოთ 1901 წელს ქართველი თავადაზნაურობის მიერ საზეიმოდ აღნიშნული საქართველოს რუსეთთან „შეერთების“ ასი წლის იუბილე, ან კიდევ მიუნხენის სამხატვრო სკოლადამთავრებულის, ბრწყინვალე თავადის, დავით გურამიშვილის სიტყვა, რუსულად წარმოთქმული 1915 წელს ოსმალთაგან სარიყამიშის დაკავებით თბილისში გამოწვეული პანიკის დროს:

რუსის ჯარი, რომელიც იცავდა საქართველოს 115 წლის განმავლობაში თათართა ურდოებისაგან, სტოვებს კავკასიას; აი, ეხლა, დღესა თუ ხვალ, მთავარსარდალი ააფეთქებს მხცოვან თბილისს; ჩვენი მოქალაქეობრივი წმინდა ვალია, ზედმიწვდენით შევასრულოთ მისი ბრძანება, დავანგრიოთ, გადავწვათ ყველაფერი, რომ ვერაგ მტერს არ დარჩეს არაფერიუნდა ყველამ ხელში ავიღოთ მაჟარა (ძველებური კაჟიანი თოფი), თუ სხვა იარაღი არ გვექნება და გავყვეთ რუსის ჯარსგავწყდეთ ყველანი და თუ ერთი ქართველი არ დარჩა, ისტორიაში მაინც დარჩება სახელი, რომ რუსის იმპერატორსა და ხალხს ისეთი ერთგული ხალხი ჰყავდა, როგორიც არის რაინდი ქართველი ერი, რომელმაც არაფერი დაზოგა და თავი დასდო, პატარა სამშობლო დიდი მამულის სამსხვერპლოზედ მიიტანა[1],

ხოლო 1983 წელს დიდი ზარ-ზეიმით გადახდილი გეორგიევსკის ტრაქტატის ორასწლოვანი იუბილე ზემოთაღნიშნული ტრაგიკომედიის უმწვერვალესი გამოვლინება იყო.

დადგა დრო, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: სწორედ, რომ საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობაზე მიუთითებს ის ორსაუკუნოვანი ბრძოლა, რომელსაც ჩვენი სამშობლო აწარმოებდა დამპყრობელთან. 1802, 1804. 1812, 1819-1820, 1832, 1921, 1924, 1956, 1978, 1989, 1992, 1993 წლები, „თერგდალეულთა“ ღვაწლი და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მეთაურობით ქართველი ერის პოტენციალზე მეტყველებენ და ეს პოტენციალი სავსებით საკმარისი იყო და არის.

ჯერ კიდევ, 1956 წელს (sic) დიდი ქართველი მეცნიერი, ნიკო ბერძენიშვილი წერდა:

შექმნილი იყო ხელსაყრელი საერთაშორისო პირობები იმისათვის, რომ საქართველო დამოუკიდებელ ძალად გამოსულიყო სპარსეთს, ოსმალეთსა და რუსეთს შორის[2],

რაც უფრო მართებული ჩანს და ქვემოთ ვიხილავთ.

აქედან გამომდინარე, მთავარია, გავარკვიოთ, თუ რა ალტერნატივა გაგვაჩნდა და რა იყო 1801 წლის ანექსიის ნამდვილი მიზეზი.

ქართლკახეთის საშინაო მდგომარეობა 1790 წლამდე

მაშინ, როდესაც ევროპაში განმანათლებლობის ბუმი იდგა და Ratio გამარჯვებას ზეიმობდა, სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველო სამსაუკუნოვან ბრძოლას აწარმოებდა მაჰმადიანური აგრესიის წინააღმდეგ. სწორედ, ეს ბრძოლა პირდაპირკავშირშია დასავლეთის სტაბილურ მდგომარეობასა და ფუფუნებით ტკბობასთან, რაც უმძიმეს ტვირთად აწვებოდა ჩვენს სამშობლოს. შემთხვევით არ იტყვის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურა, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, ბენაზირ ბჰუტო:

მაჰმადიანთა უპირველესი მტერი საქართველოა, რომელიც ჩვენ გზას გვიღობავდა ევროპისკენ“-ო.

უკვე XVIII საუკუნის შუა ხანებში ქართულ სინამდვილეში შეიმჩნევა გარდატეხა; 1745 წლის 1 ოქტომბერს სვეტიცხოველში ქრისტიანული წესით მეფედ ეკურთხა თეიმურაზ II და ეს ხდება ირანში ნადირ-შაჰის ბატონობისას: დამარცხდა აღმოსავლური დესპოტიის მისწრაფება ქართლ-კახეთის სახანოებად ქცევისა; გაიმარჯვა ეროვნულმა სულმა, რომელიც იმ წლებიდან მოყოლებული, ვიდრე საუკუნის დასასრულამდე აღორძინებას განიცდიდა, რაც აღინიშნა კიდეც კულტურის გამოცოცხლებით. ერეკლე მეორის პერიოდი, შეიძლება ითქვას, გარდამავალი ხანა იყო ისლამურ ექსპანსიასა და ნაციონალურ თვითმყოფადობას შორის.

ერეკლე მეორის ჩაცმულობისას ირანული სტილის უპირატესობის აღიარება შემთხვევითი არ უნდა იყოს. ვფიქრობთ, ყიზილბაშური ქუდი ერთგვარი საშუალება იყო საქართველოში დამკვიდრებულ მაჰმადიანობასთან მტრული დამოკიდებულების გარკვეული შერბილებისა[3].

აქ მეორდებოდა ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ნაცადი სქემა, რომლის მიხედვით

მაჰმადიანობა ქრისტიანთა მხრიდან უნდა გააზრებულიყო არა როგორც ქრისტიანისადმი მტრობა, არამედ როგორც გარკვეული კულტუროლოგიური ფენომენი. ანალოგიური დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა მაჰმადიანს ქრისტიანის მიმართ[4].

ყოველივე ეს მიანიშნებდა ევროპული კურსის განახლებაზე, რასაც არ შეიძლებოდა კეთილისმყოფელი გავლენა არ მოეხდინა ქვეყანასა და მის მომავალზე. შედეგად, ანტონ I კათალიკოსი თავისი მოღვაწეობით ცდილობდა

სპარსული კულტურის ზეგავლენის შესუსტებას და ქართველი ერის მობრუნებას ნაციონალური და ქრისტიანული კულტურის ტრადიციებისაკენ[5],

ხოლო გიორგი XII

ყოვლისა ღონისძიებითა მეცადინეობდა, დაესუსტებინა და განექარვა სპარსთა წესნი და ჩვეულებანი, როსტომ მეფისა დროდგან ქართველთა შორის შემოტანილნი და დამკვიდრებულნი[6]

ე. ი. დაწყებული იყო ქართველი ერის აღორძინება („მცირე აღორძინება“), რომელიც ისეთივე სულიერი ასპექტის მატარებელი იქნებოდა, როგორებიც იყვნენ IV-X საუკუნეები საქართველოს „ოქროს ხანასთან“ მიმართებაში. ქართული რენესანსი კი ჰარმონიულად შეხამებული ანტიკური სიბრძნისა და ქრისტიანული კულტურის პირმშოა.

ეროვნული ნიშის მომძლავრების ტენდენციას წინ უძღოდა ჯერ კიდევ ვახტანგ VI-ის სამეფო კარზე დაფუძნებული კულტურული მოღვაწეობა, რომელსაც აწარმოებდა „სწავლულ კაცთა კომისია“.

ერეკლე II არაერთი ღონისძიება გაატარა სახელმწიფოს შიგნით: სამხედრო (მორიგე ჯარის შექმნა), ადმინისტრაციული (ქსნისა და არაგვის საერისთავოთა გაუქმება და სამეფოს საუფლისწულოებად დაყოფა), საგლეხო რეფორმა, ფუნქციონირება დააწყებინა ახტალისა და ალავერდის საბადოებს, დაარსდნენ მანუფაქტურები (ჭურჭლის ქარხანა დიღმის ველზე[7], მარილის საწმენდი და ლითონის სადნობი ქარხნები თბილისში) და სემინარიები (თბილისში, თელავში), რაც ისევ და ისევ ქვეყნის გაძლიერებასა და ცენტრალიზაციას ისახავდა მიზნად ლეკიანობის, ჩამკვდარი ეკონომიკური ცხოვრებისა და ფეოდალური რეაქციის აღსაკვეთად. შეინიშნება ერთგვარი „დემოკრატიზაციაც“ სამართლის დარგში-მიღებულ იქნა კანონი იმის შესახებ, რომ უმემკვიდრეოდ გარდაცვლილის ქონება უნდა დარჩენოდა არა მეფეს (როგორც ეს შუა საუკუნეებში ხდებოდა), არამედ გარდაცვლილის ნათესავს, ან ახლობელს. „ყიზილბაშობის“, „ოსმალობის“ და განსაკუთრებით, ლეკთა გამუდმებული თავდასხმების შედეგად შემცირებული მოსახლეობა კვლავ მომრავლდა. განათლების დარგში, მეცნიერების სხვა და სხვა სახეობისათვის პატარ-პატარა სახელმძღვანელოები გამოიცა, ითარგმნებოდა ევროპული მეცნიერების საუკეთესო თხზულებები. ქართლისა და კახეთის ერთ სხეულად გარდაქმნის მიზნით ერეკლე II სამეფოს საუფლისწულოებად ჰყოფს თავის მრავალრიცხოვან შვილებს შორის და ხდება მათი დამოყვრება ადგილობრივ თავადთა სახლეულობებთან, რათა თეიმურაზ II-ის შვილი „ქართლის მამინაცვალიდან ქართლის მამად“ იქცეს. თუმცა, ეს დაცალკევება გახდა კრწანისის ტრაგედიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. ამაზე პლატონ იოსელიანი წერს:

სიმრავლე სამთა ცოლთაგან ძეთა და ასულთა ირაკლისა, იყო მიზეზი სამეფოისა სახლისათვის კეთილისა და ბოროტისა. ნაყოფი ესრეთისა შვილთა სიმრავლისა იყო ესე, რომელ დაშორებული ძველად ქართლი და კახეთი შეერთდა უფრო მტკიცედ. სასახლემან მეფისამან მოითხოვა ქართლიდამ, რომელიცა უწოდებდა აქამდე მეფესა ირაკლის კახთბატონსა, და არა მეფესა (მონიშვნა ჩვენია..), სასძლონი და მეფისა ასულნი მოიძიებდნენ თვისდა საქმროთა ქართლისა თავადთა სახლთაგანმეორის მხრით, სიმრავლემან ძეთა და ასულთა დაბადეს შური და მტერობა ურთიერთისადმი[8].

ცხადია, ერეკლე II ორმხრივ პოლიტიკას ეწეოდა, რომელმაც საბოლოოდ, დადებით შედეგებთან ერთად მძიმე უარყოფითი შედეგიც გამოიღო.

ასევე, დიდმნიშვნელოვანი იყო ეკლესიის სფეროში მომხდარი ძვრები, რომლის ორგანიზატორს წარმოადგენდა ღრმადგანათლებული დიდი ქართველი მოღვაწე, ანტონ I კათალიკოსი. მას ამ თანამდებობის მიღება „სთხოვეს“ თვით თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ, რაც მიზნად ისახავდა მეფის ხელისუფლების განმტკიცებასა და ცენტრალიზაციას, „სამღვდელოების განწმენდვას უღირსი ელემენტებისაგან, საეკლესიო სასამართლოს ორგანიზაციას“[9]. საინტერესო ფაქტია ის, რომ ამ ტაქტით ეკლესია, ერთგვარად, საერო ძალაუფლებას დაექვემდებარა (გავიხსენოთ პეტრე I-ის იდენტური ხასიათის ღონისძიება, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი დაქვემდებარება საერო პირის, ობერ-პროკურორის მეთაურობით. თუმცა, იქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ პეტრე I-მა თავისი საეკლესიო რეფორმით შელახა ეკლესიის უფლებები და ღირსება)

ერეკლე მეფემ განსაკუთრებული ღონისძიებანი მიიღო ქალაქში სოფლის მოსახლეობის მოსაზიდავად. სხვათა შორის, როცა მან . . მორიგი ჯარი შემოიღო, ვაჭრები და ხელოსნები გაათავისუფლა ამ ბეგარისაგან, მაგრამ ეროვნული ბურჟუაზიის შექმნა მაინც ვერ შეძლო[10].

ყველაზე არსებითი იყო კულტურული გამოცოცხლება და წინსვლა, რადგან სწორედ იგია ერის ბუნებისა და მდგომარეობის საუკეთესო გამომხატველი. უნდა აღინიშნოს, რომ ერეკლეს დროს დაწყებული აღამვლობა მეცნიერებასა და ხელოვნებაში ნიშნავდა იმ უდიდესი ვაკუუმის ამოვსებას, რომელიც წარმოიშვა ვახტანგ მეექვსის მიერ 1200 კაციანი ამალის-ქართველთა ურჩეულესი ნაწილის-რუსეთში თან წაყვანით.

მაშინდელი ისტორიული სინამდვილის ობიექტური სურათის მოცემისას ნათელი ხდება, რომ საქართველოს გააჩნდა საკმარისი პოტენციალი საკუთარი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. უბრალოდ, ღრმა დაკვირვება სჭირდება ყოველივეს.

მიუხედავად წინსვლისა, იყო სირთულეებიც ქვეყნის შიგნით. თუნდაც, მორიგი ჯარის საბოლოო დაშლა 1786 წლისათვის, რაც ფეოდალთა გამარჯვებას წარმოადგენდა; რუსეთის იმპერიის მიერ ინსპირირებული შეთქმულება სამეფო სახლის წინააღმდეგ; საუფლისწულოების სწრაფვა სრული ავტონომიურობისაკენ.

ასე რომ, აშკარა იყო აღორძინებისა და ქართველი ერის გამოღვიძების პროცესი, რასაც არამც და არამც არ შეიძლება, კეთილი ზეგავლენა არ მოეხდინა საქართველოს მომავალზე.

საერთაშორისო ვითარება XVIII საუკუნის მეორე ნახევარში

საშინაო პოლიტიკა ისევე მთავარია, როგორც საგარეო. ისინი ერთმანეთისაგან გამომდინარეობენ. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე საერთაშორისო არენაზე მომხდარმა მოვლენებმა საფუძველი ჩაუყარეს ახალ ეპოქას, რომლის ათვლის წერტილიც საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია იყო. მსოფლიოში დომინირებდა რამდენიმე სახელმწიფო: ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთისა და ავსტრიის იმპერიები, ხოლო ძველაღმოსავლელ აგრესორებს, ოსმალეთსა და ირანს უკვე დათმობილი ჰქონდათ თავიანთი პოზიციები და მიუხედავად იმისა, რომ მაინც ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდნენ, ისე აღარ ბრწყინავდნენ, როგორც უწინ.

ამ პერიოდშივე, ევროპული გრანდების ყურადღების სფეროში ექცევა კავკასია. Mისი დაპყრობა-დამორჩილება ნიშნავდა აზიაში გაბატონების მყარი გარანტიის მოპოვებას, ხოლო მოცემული რეგიონის გასაღები, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ეთნოფსიქოლოგიის გამო იყო, არის და იქნება საქართველო. ღასაკვირველია, მთავარი ყურადღება მასზე იქნა გადატანილი. თურქეთსა და სპარსეთს რუსეთის იმპერია შეემატა, რომელიც განსაკუთრებით აქტიური გახდა, რითაც ქართველი ერის დისკრიმინაცია კიდევ უფრო მძლავრად გაგრძელდა ჩრდილოური თვითმპყრობელობის მიერ. Mხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს საფრანგეთისა და ბრიტანეთის ფაქტორიც:

Турция владела Балканами и держала в своих руках ключ к проливам, за которым тянуласъ Россия; Иран прикрывал пути в Индию и среднеазиатские ханства; здесъ сталкивалисъ интересы России и Англий. Иран и Турция соперничали в захвате Закавказъя, на которое накладывала руку Россия.

Таким образом, Закавказъе неизбежно втягивалосъ в орбиту внешнеполитических интересов Англий и Франции. Оно служило для них ставкой в их дипломатических играх с Ираном и Турцией, рассчитанной на экономическое закабаление стран востока[11].

სწორედ, ეს ბრძოლა ქმნიდა რთულ, მაგრამ მაინც ხელსაყრელ პირობებს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენს სამშობლოს

ხელსაყრელი საერთაშორისო პირობები ექმნებოდაერეკლე II კარგად ესმოდა მომენტის მნიშვნელობა. ხედავდა, რომ საქართველოსგამოხსნისა და აღდგომისდრო დამდგარიყო და ეს შესანიშნავი პოლიტიკური მოღვაწე ნახევარი საუკუნის განმავლობაში თავგამოდებით იბრძოდა იმისათვის, რომ თავისი ქვეყანა დამოუკიდებელი განვითარების პოლიტიკით სამშვიდობოზე გაეყვანა.

ასეთი ამოცანის წარმატებით გადაწყვეტისათვის აუცილებელი იყო, რათა საქართველოს საკუთარი ჩამორჩენა გადაელახნა და საზოგადოებრივი განვითარების გზაზე შემდგარიყო.

ამ მიზანს ისახავდა ქართველთა ბრძოლა ერეკლესა და სოლომონის მეთაურობით XVIII საუკუნეში[12].

იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ მაშინდელი საერთაშორისო ვითარების რეალური სურათი, საჭიროა განვიხილოთ ზემოთნახსენები სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ხასიათი.

დავიწყოთ რუსეთით, რომელიც მონღოლთა ბატონობის შემდეგ ინტენსიურად ვითარდებოდა და უკვე პეტრე I-ის პერიოდში იმპერიად გამოცხადდა. სწორედ, ამ დროს შეიქმნა რუსეთის საიმპერატორო კარზე სამოქმედო პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ იქ დიდი ხანია, რაც ტრადიციად იყო ქცეული „მესამე რომის“ იდეა. აქედან მოყოლებული, „პეტრეს სისტემა“ მოქმედებაში ჩანს იმპერიის არსებობის მთელ მანძილზე. წარსული და თანამედროვე გამოცდილებიდან გამომდინარე, იგი შეიძლება ასეთი სახით გადმოვცეთ:

1. „პეტრეს სისტემის“ საშინაო პოლიტიკა:

) ძლიერი რეგულარული არმიის შექმნა;

) ძლიერი ფლოტის შექმნა;

) ზღვაზე გასასვლელის მოპოვება;

) ბიუროკრატიული მმართველობითი სტრუქტურის ჩამოყალიბება თვითმპყრობელობით სათავეში.

(აშკარაა ამ სქემის სამხედროადმინისტრაციული ხასიათი, რომელიც უცვლელი რჩებოდა ალექსანრე II-ის რეფორმებამდე).

2. „პეტრეს სისტემის“ საგარეო პოლიტიკა:

) პოლონეთისა და ფინეთის ხელში ჩაგდება ბალტიის ზღვაზე მოპოვებული მდგომარეობის საბოლოო განმტკიცებისათვის (პოლონეთი დაპყრობილ იქნა 1770-1790 .., ხოლო ფინეთი-1809 ).

) კავკასიის დაპყრობა ორმხრივი აგრესიის წარმოებისათვის ახლო აღმოსავლეთში, რისი დასტურიცაა რუსეთთურქეთისა და რუსეთირანის ომები XVIII-XIX საუკუნეების მანძილზე. ამ არეალიდან დასავლეთის მიმართულებით გალაშქრება ნიშნავდა ოსმალეთის აღსასრულს. თუმც, საამისოდ, ბალკანეთის დაუფლებაც იყო საჭირო და მაშინ თურქეთი რუსეთის საზღვრებში აღმოჩნდებოდა

Царизм старался захватить выгодные политические и стратегические позиций на Балканах и на Кавказе, чтобы помешать экспансий других держав в этих районахпокровительство христианским подданныим султанабалканским славянам, грекам, армянам и грузинам являлось козырем царской дипломатий[13].

აღმოსავლეთისაკენ გალაშქრება კი ირანის შთანთქმას ნიშნავდა. საამისოდ კი შუა აზია იყო დასაპყრობი. სპარსეთის შემდეგ, გზა ხსნილი იქნებოდა ინდოეთისაკენ –

к завоеванию все большей части Азии Царизм стремился веками, систематически проводя соответсвующую политику и используя для этого всяческие противоречия и столкновения между великими державами[14].

ეს, რაც შეეხება აღმოსავლურ პოლიტიკას. ევროპაში სამოქმედო პროგრამაზე კი მარქსი, თავის წერილებში – „Русский обман” и “Действительно спорный пункт в Турции“ -ასე აღნიშნავს:

Зунд (იგივე ერესუნის სრუტე დანიასა და შვეციას შორის..) должен играть России ту же роль на севере, что Дарданеллы на юге т.е. что Россия хочет обеспечить при его помощи свое морское владычество в Балтийском море, таким же образом, как она оккупацией Дарданелл, стремится укрепить свое владычество на Черном море[15], “Благодаря аннексий Турции и Греции она приобретет замечательные морские гавани, и греки доставят ей искусных моряков для флота. Приобретя Константинополь, она станет на пороге Средиземного моря; При помощи Дурацц и албанского побережья от Антивари до Арты она станет в самом сердце Адриатики, на виды у британских Ионических островов и в 36 часах параходной езды от Мальты. Австрия будет тогда окружена Россией с севера, востока и юга, и Габсбурги станут вассалами Москвы. Но и еще коечто было бы возможно, даже вероятно. Сильно изогнутая граница империй, не совпадающая с естественнымы границами, потребовала бы исправления; и при этом оказалось бы, что естественная граница России идет от Данцига или Штеттина до Триеста. И подобно тому как одно завоевание неизбежно влечет за собою другое, а одна аннексиядругую, завоевание Турции Россией было бы только прелюдией к аннескии Венгрии, Пруссии, Гализии и привело бы к окончательному осуществлению той славянской империиЕсли Россия овладеет Турцией, ее силы увеличаться почти вдвое, и она окажется сильнее всей остальной Европы, вместе взятой[16]

(თვითმპყრობელური რუსეთის წარმატებული იმპერიული პოლიტიკის კულმინაცია იყო 1833 წლის 8 ივლისის უნკიარ-ისკელესიის ხელშეკრულება ოსმალეთთან, სადაც III მუხლის საიდუმლო დანამატით თურქეთს დარდანელი უნდა ჩაეკეტა)[17].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შესამჩნევია, თუ რაოდენ სრულყოფილია პეტრე I-ის მიერ შთამომავლობისათვის დატოვებული სამოქმედო გეგმა, რომელსაც იმთავითვე ბრიტანული დახვეწილობის იერი დაჰკრავს. ეს სისტემა ნათელს ჰფენს „მესამე რომის“ ნამდვილ მიზნებს. მისი პირუთვნელი გამტარებელი იყო რუსეთის პირველი იმპერატორის მიერ არჩეული კურსის ღირსეული გამგრძელებელი, ეკატერინე II,

Как и он (პეტრე I-..), Екатерина не сомневалась в исторической обшности судеб России и Европы, как и он, была убеждена, что удел страныстать одной из ведущих мировых держав, как и Пётр, видела свое предназначение в переустройстве государстваВ отличие от Петра, у Екатерины практически с самого начала царствования (მონიშვნა ჩვენია..) сложилась определённая порграмма преобразований. Удачной, по понятиям XVIII века, была её активная внешняя политика, предполагавшая, что Россиянаследница Византийвправе располагаться судьбами других народов. Правда, в отличие от Петра I, Екатерина все же пассматривала внешую политику скорее как средство, при помощи которого она могла свободно действовать внутри страны[18].

იმისათვის, რომ რუსეთის იმპერიას განევრცო თავისი პოლიტიკური გავლენა აზიაში, აუცილებელი იყო აქტიური საგარეო სავაჭრო ურთიერთობის წარმოება და დაქვემდებარებული ფინანსური სისტემის შექმნა წინა აზიაში[19],

განავრცელონ ვაჭრობა თვისი ბასრას, ბაღდადს და უშორეს ინდიასა შინა[20],

რისთვისაც ჯერ ამიერკავკასიაში უნდა დამკვიდრებულიყო. ეს იქნებოდა პირველი ეტაპი. სწორედ, ამიტომ დიდ შეცდომას წარმოადგენდა ჩრდილოური ორიენტაციის აღება, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა ქართული სამეფო-სამთავროების დამოუკიდებელი არსებობისათვის. ბუნებრივია, რუსეთის იმპერიის თავისი არსით თვითმპყრობელური მმართველობა ვერ მოითმენდა ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულების თუნდაც გარკვეულ ავტონომიურობას, მაგრამ ერეკლე II სასტიკად მოტყუვდა, როდესაც ამ უზარმაზარი ქრისტიანული სახელმწიფოს ერთმორწმუნეობას დაეყრდნო. უცილოა „პატარა კახი“ ამას თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის აკეთებდა და ცდილობდა რუსეთი გამოეყენებინა ქართველი ერის კონსოლიდაციისათვის; თუმც, არაა გამორიცხული ისიც, რომ მისი შეხედულებით იმპერიის „დახმარება“ საჭირო იქნებოდა მანამ, სანამ საქართველო არ გაერთიანდებოდა, რაც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოქმნიდა კავკასიაში და ამ შემთხვევაში, რუსეთი (ისევე, როგორც ირანი და ოსმალეთი) ვერც გაბედავდა თავისი ანექსიონისტური მიზნების განხორციელებას. ჩრდილოეთის ფაქტორი აქ, რა თქმა უნდა, დროებითი უნდა ყოფილიყო. მამუკა ნაცვალაძის,

უმთავრესი ფაქტორი, რომელიც მეტად მომაკვდინებელი აღმოჩნდა ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, გახლდათ ქართლკახეთის მეფე ერეკლე მეორის მიერ საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმართვაზე უარის თქმა[21].

მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე II წარმატებები რეგიონალური მნიშვნელობისანი იყვნენ, მან მათ მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედებისას მიაღწია: 1773 წელს ქერიმ-ხანთან ურთიერთობების ნორმალიზაცია; ერევნის ხანის, ასანალის დამორჩილება 1780 წელს; განჯის ხანად შუშის მმართველის დანიშვნა; 1787 წელს განჯის ლაშქრობისას ბრძოლის ველზე მარტოდ დატოვებული ერეკლე II-ის კარზე 3 წლის შემდეგ შეკრებილ ქართველ თავადთა მიერ საქართველოს გაერთიანების ცდა.[22]

უნდა ითქვას, რომ ქართველთა პროგრესული ნაწილის ევროპისკენ მისწრაფების შედეგია რუსეთთან ურთიერთობაკავშირები, რისი საფუძველიც, ქართლკახეთის მეფისგან განსხვავებით, მათი არა იმდენად ერთმორწმუნე რუსეთისათვის დაქვემდებარების სურვილი იყო, არამედ მისი გავლით დასავლეთთან უშუალო კონტაქტების დამყარების ცდები. იმპერია იმთავითვე მიუხვდა ამ ჩანაფიქრს და გზა გადაუღობა პატარა ქრისტიანულ სახელმწიფოს კეთილშობილურ ლტოლვას. რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა აქტიური პოლიტიკის წარმოება, რომლის ერთ-ერთი საფეხურიც საქართველოს დაპყრობა იყო. ამაზე მეტყველებს 1781 წელს ერეკლე II-ის მიერ გაგზავნილი კათოლიკე პატრისათვის ევროპაში ჩასატანი წერილების ჩამორთმევა.

რუსეთის მთავრობის გულის სიღრმეს არ მოჰხვედრია ქართველი ერის მისწრაფება, მისი დაწინაურებული, განათლებული ყოფაცხოვრების დაუშრეტელი წყურვილი და მუდმივი ლტოლვა თავისუფლებისადმი. არა, რუსეთი საქართველოს ისე უყურებდა, როგორც კარგ იარაღს, რომელიც საჭიროებისამებრ შეიძლებოდა მშვენივრად გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ“.[23]

აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთის იმპერია ვერაგულ პოლიტიკას აწარმოებდა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ. პერიოდი, როდესაც ეს პროცესი მიმდინარეობდა, შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს: 1768-1783 და 1783-1801 წლები; მეორე პერიოდში რუსეთის ქმედება უფრო აქტიური გახდა. შედეგად, ქართულმა სამეფომ დაკარგა სუვერენიტეტი. აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედდა შესანიშნავად შემუშავებულ ინტრიგათა ქსელი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ერეკლე II-ის პოლიტიკური იმიჯის-ქართლ-კახეთის ჰეგემონობის სიმბოლო ამიერკავკასიაში-გაცამტვერება, რაც ნაწილობრივ განხორციელოებულ იქნა. ამაზე მეტყველებს XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან დაწყებული ბინძური თამაში: რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის მიერ საქართველოში საიდუმლო მზვერავების, თომა ბარათაშვილის და პოტომკინთან ქართული საბუთების მთარგმნელის, ეგნატაშვილის გამოგზავნა; ტოტლებენის მოღალატური საქციელი ასპინძასთან; კაპიტან იაზიკოვისადმი მიცემული ინსტრუქციები ერეკლეს გადაყენების შესახებ; 1776 წლის ფეოდალთა აჯანყება ზაალ ორბელიანის მეთაურობით, რომელშიც რუსეთის კონფიდენტი, ბაკუნინი მონაწილეობდა. ეს, რაც შეეხება რუსთა მავნე მოქმედებას ქართლ-კახეთის შიგნით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ამგვარი საქმიანობა საფრანგეთთან, ინგლისთან და განსაკუთრებით, ირან-ოსმალეთთან ერეკლე II-ის სამკვიდროს წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო ღრმა და სერიოზული კვლევა-ძიების საგანია.

XVIII საუკუნის მეორე ნახევრს სპარსეთში, ნადირ-შაჰის გარდაცვალებისა და ქერიმ-ხან ზენდის მმართველობის შემდეგ, 1785 წლამდე სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ირანის ტახტის პრეტენდენტებს არ ეცალათ საქართველოსთვის. ისინი ქართლ-კახეთთან ურთიერთობების დათბობის მომხრენი იყვნენ, ოღონდაც მათი დროშის ქვეშ გაერთიანებულიყო მთელი სპარსეთი. ამისათვის, თვით ქერიმ-ხანის ძმისწული, ალი-მურად-ხანი თანახმა იყო რუსეთთან შეთანხმებაზე.

ირანის შაჰად საერთაშორისო აღიარების სანაცვლოდ, ალიმურადხანმა გამოაცხადა თავისი მზადყოფნა, რომ საქართველოს მიმართ ყველა პრეტენზიას დათმობდა და რუსეთის ჯარს ნებას მისცემდა, დაუბრკოლებლად შესულიყო აზერბაიჯანსა და სომხეთში. ირანი მიიერთებდა ქურთისტანს, ქირქუმსა და ბითლისამდე მდებარე ტერიტორიებს, ხოლო ბასრა შეუერთდებოდა ფარსის პროვინციას[24]

(XVIII საუკუნის 70-80-იან წლებში თვითმპყრობელობის მთავრობის მიერ კასპიის ზღვაზე განმტკიცებისა და ირანში არსებული არეულობის თავის სასარგებლოდ გამოყენების სურვილის შედეგი იყო 1783 წლის ქართლ-კახეთთან დადებული მფარველობით-მოკავშირეობითი ხასიათის[25] გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც მალევე იქნა დარღვეული „მესამე რომის“ მიერ როგორც მფარველობით, ასევე მოკავშირეობით ასპექტში). თუმცა, ეს კონტაქტები დაირღვა ხელისუფლებაში აღა-მაჰმად-ხანის მოსვლით, რომელმაც განდევნა რუსეთის ესკადრა ასტრაბადის ყურიდან. ანტირუსული პოლიტიკის განხორციელებაში ირანს ჯერ ინგლისი, ხოლო შემდეგ საფრანგეთი ეხმარებოდა.

XVIII საუკუნის მეორე დიიდ ისლამური იმპერია, ოსმალეთი, უკვე აღარ იყო იმდენად მძლავრი, როდესაც შიშის ზარს სცემდა ევროპას, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა. 1783 წელს ყირიმის დაკარგვამ და რუსეთის კავკასიაში ფეხის მოკიდებამ ძალზე დააშინა თურქეთი, რადგან ამით გამჭვირვალე ხდებოდა როგორც ბალკანეთის, ასევე ანატოლიის ფრონტი. ოსმალეთის ამოქმედება ძვირად დაუჯდა. პრორუსული ორიენტაციის მქონე მარტოდ დარჩენილ ქართლ-კახეთს (ლეკთა თავდასხმები და ომარ-ხანის შემოსევა 1785 წელს; ვახანის ტრაგედია). მართალია, სულთნის სახელმწიფო დაუძლურდა რუსეთთან ომებით, მაგრამ ერეკლესთვის შეუდარებლად უფრო მომგებიანი იქნებოდა ოსმალეთის მფარველობის ქვეშ ყოფნა. ჯერ ერთი, მისგან მოშორებით იმყოფებოდა; მეორეც, საფრთხე დასავლეთიდან გამორიცხული იყო იმ მიზეზით, რომ არც საფაშოს ფაქტორი იყო საზიანო, რამეთუ ათაბაგების შთამომავალი სულეიმან-ფაშა თვითონ ესწრაფვოდა თავისთავადობის მოპოვებას, რისი გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა მომავალში. საინტერესო უნდა ყოფილიყო ქართლ-კახეთის სამეფოსა და ახალციხის ვილაიეთის კავშირის პერსპექტივა. ეს კი მათ საერთო ინტერესებში შედიოდა. ყოველივე ამას ხაზი გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაუსვა. შედეგმაც არ დააყოვნა. სულეიმანის დავალებით ომარ-ხანი ლაშქრობას აწყობს საქართველოზე. მიუხედავად ამისა, ერეკლე II მაინც ახერხებს მტრადმოკიდებული სულეიმანის შემორიგებას და მათ შორის მომდევნო წელსვე, 1786 წლის 12 სექტემბერს სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, რომლის ძალითაც ერეკლეს არ უნდა შემოეყვანა თბილისში არსებულ რუსის ჯარის გარდა დამატებითი კონტინგენტი, ფაშას კი სულთნის ჯარი არ უნდა დაეყენებინა საზღვართან[26]. აქედან ნათლად სჩანს, თუ რაოდენ წარმატებული (მაგრამ მაინც არასრულყოფილი) იყო ერეკლეს რეგიონალური პოლიტიკა.

ინდოეთის კოლონიად გადაქცევისათვის ბრძოლით დაკავებული ინგლისი გარკვეულწილად მაინც იცლიდა წინა აზიისათვის, რადგანაც

Англия не может согласится чтобы Россия завладела Дарданеллами и Босфором. Это событие нанесло бы и в торговом и в политическом отношений крупный, если не смертельный удар британской мощи[27], „Желая свести на нет преймущества, каких добилась для себя Россия в зоне черноморских проливов, Англия ответилаусилением своей колониальной экспансией во внутренных районах Азии и пройсков своей агентуры на Кавказе и в Средней Азии[28] (ამ კურსის შედეგი იყო 1830 წელს ტრაპიზონში გახსნილი ბრიტანეთის საკონსულო). ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიებს შორის ეკონომიკურ ნიადაგზე წარმოქმნილმა უთანხმოებამ ოსმალეთს ომი წამოაწყებინა ოფიციალური პეტერბურგის წინააღმდეგ 1787-1791 წლებში. ამ უკანასკნელს, რა თქმა უნდა, დაუპირისპირდა ინგლისიც. უკვე, საუკუნის მიწურულს რუსეთის საიმპერატორო კარი აშკარად უპირისპირდება მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს და საჭიროდ თვლის კავკასიის დაპყრობის დასრულებას:

В Петербурге уже хорошо знали об активизаций британской политики в странах Среднего Востока и деятельности англииской агентуры в районах, непосредственно граничивших с Кавказом. Сторонники сближения с Англией поэтому советовали царю воздержатся от новых территориальных приобретений в Закавказье. Однако их противники считали, что именно возросшее международное значение кавказской проблемы требует укрепления позиций России в етом районе[29]

ასევე, ავსტრია, რუსეთთან კავშირში, ცდილობს ბალკანეთის ნაწილის ხელში ჩაგდებას და მითრიდატეს სახელმწიფოს აღდგენის პროექტის განხორციელებას, რომელიც არსობრივად ეთანხმებოდა „დიდ გეგმას“ („Известный план, “Гречески проект”).

ქართლ-კახეთის სამეფო კარის მიერ აღმოსავლური პოლიტიკური კურსის გატარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა საფრანგეთს. ჯერ კიდევ ლუდოვიკო XVI-ის დროს ირანში გაგზავნილი

„ფერიე-სოვებოეფის მისია მრავლისმთქმელი ფაქტი იყო იმის საჩვენებლად, რომ მაჰმადიანური სახელმწიფოები მარტონი როდი იყვნენ, როცა ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის პროტექტორატს ქართლ-კახეთზე. რუსეთის სიუზერენეტიტის აღიარებით ერეკლემ მტრული განწყობა გამოიწვია საფრანგეთისა, რომელიც ყველაზე გავლენიანი იყო დასავლეთ ევროპის იმ სახელმწიფოთაგან, ვისი ინტერესებიც მოითხოვდა სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ახლო აღმოსავლეთში“[30], ე.ი. საფრანგეთი მხარს უჭერდა სიტუაციის ბალანსირებას ამ რეგიონში, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ქართლ-კახეთს, ირან-ოსმალური კურსის აღების შემთხვევაში განემტკიცებინა საკუთარი პოზიციები კავკასიაში. ნაპოლეონის აღმოსავლური პოლიტიკის შედეგად ერეკლე სპარსეთთან ერთად აღმოჩნდებოდა რუსეთის წინააღმდეგ შექმნილ „სამთა კავშირი“-ს ბანაკში (საფრანგეთი, ირანი და ოსმალეთი). ამის დასტურია კონსტანტინეპოლში 1804 წლის 10 ივნისს გაგზავნილი ელჩობა, რომელსაც თავისი წარმომადგენლისათვის, სებასტიანისათვის საფრანგეთის იმპერატორის დირექტივები უნდა გადაეცა:

„ჩემი მუდმივი მიზანია სამთა კავშირის შექმნა-ჩემს, პორტასა და სპარსეთს შორის, რომელიც პირდაპირ, თუ ფარულად მიმართული იქნება რუსეთის წინააღმდეგ“.[31]

ტალეირანის 1806 წლის 8 აგვისტოს ცირკულარიდან ვგებულობთ:

Наполеон уже давно наблюдает за распространением России на юг Азии, со справедливым беспокойством видит он опасности угрожающие Персии и Турции; а эти две большие империи таковы, что порабощение одной неизбежно влечет за собой гибель её непосредственной соседки, которая составляет единственный оплот материка против России[32]

ნაპოლეონის დევიზი სხვა არაფერი იყო, თუ არა ბურბონთა მიერ შექმნილი პროექტის განხორციელება (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვერჟენმა 1784 წელს ირანში საიდუმლოდ გაგზავნა ელჩი ვერიე-სოვებოეფი, რათა ოსმალეთს შეკავშირებოდა და უარი ეთქვა რუსეთისათვის). ამიტომაც იყო, რომ თვითმპყრობელობის მთავრობამ დროებით ხელი აიღო „დიდი გეგმის“ სისრულეში მოყვანაზე და ყოველი ღონით ცდილობდა ოსმალეთის იმპერიის შენარჩუნებას, რადგანაც მცირე აზიის ნახევარკუნძულზე ძლიერი საფრანგეთის ხილვას დავრდომილი თურქეთის არსებობა ერჩივნა

(“Нет соседей покойнее турок“)[33]

თუმცა, არც ინგლისი და არც საფრანგეთი არ დაუშვებდა კონსტანტინეპოლში, ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე რუსეთის მიერ ბიზანტიის საკეისროს აღდგენას, თავისი მეფისწულით სათავეში. ეს კი ძალაში ტოვებდა აღმოსავლური პოლიტიკის ფაქტორს ქართლ-კახეთისათვის.

ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს:

„დახმარების იმედი შეეძლო საქართველოს ჰქონოდა, თუკი მას, ფეხზე წამომდგარს და გარკვეული ძალის მქონებელს სხვა ვინმე (რუსეთი-კ.ვ.) სასაკუთროდ მოსატაცებლად წამოეჭიდებოდა“[34]

სწორედ, ეს „ფეხზე წამოდგომა და გარკვეული ძალის ქონება“ შესაძლებელი იყო ჯერ გამართული საშინაო პოლიტიკისა და ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში და შემდეგ, დახვეწილი რეგიონალური პოლიტიკის გატარებით, რომელიც მოიცავდა კონტაქტების დამყარება-განმტკიცებას ახალციხის საფაშოსთან, აზერბაიჯანის ერთ-ერთ უძლიერეს ხანთან, ფათ-ალისთან და საშამხლოსთან. ამგვარი კოალიცია, იმერეთის სამეფოსთან ერთად, საკმარისი იქნებოდა რუსეთის ექსპანსიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქართლ-კახეთის სამეფოს დამოუკიდებელი მოქმედების უზრუნველსაყოფად ამიერკავკასიაში (1786 წლის სამშვიდობო ხელშეკრულება სულეიმან-ფაშასა და ერეკლეს შორის; 1789 წლის იანვარში, ერეკლესა და ფათ-ალი-ხანის შამქორის შეხვედრა; იმერეთ-ქართლ-კახეთის სამხედრო კავშირი).

ფარნავაზი – ფარსმან ქველი – ვახტანგ გორგასალი – გიორგი I – ბაგრატ IV – დავით აღმაშენებელი – თამარ მეფე – გიორგი ბრწყინვალე – ერეკლე II – ზვიად გამსახურდია; აი, ქართველი ხელისუფალნი, რომელნიც დაუღალავად იღვწოდნენ კავკასიური ერთობის შესაქმნელად, რაც გამიზნული იყო აგრესორთა წინააღმდეგ ბრძოლის, საკუთარი არსებობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. საქართველოს ხსნა მუდამგზის ამ კრედოზე გადიოდა!

საგარეჯოს დიდებულთა თათბირი

რაც შეეხება ერეკლე II-ს, მისი დიპლომატია საკმაოდ წარმატებული იყო მანამ, სანამ არ დაუკავშირდა რუსეთის იმპერიას და ეს წარმატებები განპირობებული იყო არა მარტო ქართლ-კახეთის დომინანტური მდგომარეობით ამიერკავკასიაში და ირან-ოსმალეთის პოზიციების შესუსტებით, არამედ მეფის გააზრებული ქმედებითაც. მაშ, რა მოხდა? თვითმპყრობელური მთავრობის შეგნებულად მტრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ ძალზე მდგრადი აღმოჩნდა. ამიტომაც, გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ, რუსეთმა ხელშეკრულება დაარღვია თუ არა, ქართლ-კახეთის სამეფო კარზე მწვავედ დაისვა საგარეო ორიენტაციის გადასინჯვის საკითხი. ამ მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია 1786 წლის საგარეჯოს შეხვედრა.

რასაკვირველია, გარეჯის დიდებულთა თათბირზე ურთიერთსაპირისპირო პარტიათა შეჯახება იყო მოსალოდნელი: პრორუსულისა და „პროაღმოსავლურის“.

რუსეთის იმპერია ერეკლე II-ის იმგვარად დაჩოქებას ცდილობდა, რომ შემდგომ ამისა, მას თვითმპყრობელური მთავრობის გარდა სხვა ვერავისთვის მიემართა. ეს ჩანს კიდეც 1786 წლის 8 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძისადმი გაგზავნილ წერილში.

მართალია, ქართლ-კახეთის მეფე

უფრო რუსული ორიენტაციისა იყო, მაგრამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის არც სხვა ძალას გამორიცხავდა[35].

პრორუსული მიმართულების ჯგუფში შედიოდნენ ქართველი დიდებულები-გარსევან ჭავჭავაძე, ქაიხოსრო ავალიშვილი, ქსნის ერისთავები, გოგია ციციშვილი, არქიმანდრიტი ეფთვიმე და სომხური დიასპორა. ისინი გეორგიევსკის ტრაქტატით იფარგლებოდნენ.

თუმცა, ოპოზიციას ამ შეხვედრამდე დიდი წარმატებები აქვს მოპოვებული: 1786 წლის ზაფხულში ირანთან მორიგების მცდელობა და ისპაჰანში გაგზავნილი ელჩობა აღა-მაჰმად-ხანთან წარმატებით დასრულდა, ხოლო იმავე წლის შემოდგომაზე ქართლ-კახეთმა ახალციხის საფაშოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა.

პრორუსული ორიენტაციისადმი იმედის გაცრუების შემდეგ სოლომონ ლიონიძე უკვე რუსეთთან კავშირის წინააღმდეგი იყო და თვლიდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად უნდა ეწარმოებინა თავისი საქმიანობა. ამავე აზრისა იყო ქართლის სარდალსახლთუხუცესი დავით ორბელიანიგონიერი კაცი და მამაცი სარდალი. ანტირუსულ დასს ეკუთვნოდა დარეჯან დედოფალიც, რომელსაც ამ ხანებში დიდი გავლენა ჰქონდა ქვეყნის მართვაგამგეობაში და აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკაში[36].

ეს ჯგუფი

ხედავდა რუსეთის გულგრილობას, რომ პეტერბურგის მთავრობას მხოლოდ მაშინ მოაგონდებოდა საქართველო, როდესაც კასპიის ზღვაზე (და არა მარტო კასპიის ზღვაზე..) ბატონობის საკითხი წინ წამოდგებოდა და ამიტომ არჩევდა მეზობელ მაჰმადიან ქვეყნებთან და უპირველეს ყოვლისა, ოსმალეთსა და სპარსეთთან კავშირის დაჭერის დამოუკიდებელ გზაზე სვლას[37].

ამ პარტიის პრიორიტეტი აშკარაა 1790 წლის ჩათვლით. როგორც ეტყობა, საგარეჯოს თათბირზე უკვე სრულად ჩამოყალიბებული ჩანს სოლომონ ლიონიძისა და მისი თანამოაზრეების მიერ აღებული კურსი-

ნაკუწნაკუწ ქცეული საქართველო ერთ ქვეყნად გარდაქმნას, მის ძეთა შორის ერთი აკვანი დაირწეს, ერთი სიძლიერე შეიკრიბოს გარს და მის მეოხებით გარე ერთობის ძებნას თავი გაანებოს, მათ შორის მოიძებნოს წინ წამყვანი ძალა და სხვა. ეს ჩვენგან დამოუკიდებლადაც მოხდება, თუკი, რასაკვირველია, ამას ჩვენ მოვინდომებთ, ვიგრძნობთ ქვეყნისა და ერის კეთილდღეობის საჭიროებას, ერთობის მნიშვნელობას და ქართველის იმ მხვედრსა, რაც მომავალში სამაგიეროდ უნდა მიიღოს იმ ბრძოლის სანაცვლოდ და ჯილდოდ, რომელიც მან ადრე ატარა და მოითმინა შინაურსა და გარეულ მტერთა წინაშე[38].

აქედან გამომდინარე, სწორედ, საგარეჯოს შეხვედრის გაგრძელება იყო სამხედრო-სიუზერენიტეტული ხასიათის

ტრახტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეუფოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა[39],

რაც გარდატეხის მაჩვენებელია ქართლ-კახეთის საგარეო პოლიტიკაში და დამოუკიდებელ მოქმედებაზე გადასვლას მოასწავებდა.

ივერთა ერთობის ტრაქტატი და სოლომონ ლიონიძე

ამ პერიოდში ერეკლე II-ის კარზე, თბილისში შეიკრიბა ქართული საზოგადოების პროგრესული ნაწილი: ჭაბუა ორბელიანი, დუცალ ბარათაშვილი, სოლომონ მსაჯული, პატრი ნიკოლა, დოსითეოს ნეკრესელი, ანტონ I, ზაქარია ანდრონიკაშვილი, სარიდან ჩოლოყაშვილი, იოსებ ბარათაშვილი, სარდალი დავით დემურაშვილი (ქართლ-კახეთის წარმომადგენლობა) და ევთიმე გენათელი, დოსითეოს ქუთათელი, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშელი, იოანე აგიაშვილი, მწიგნობარი და თანამოაზრე პატრ ნიკოლასი-ქაიხოსრო ჩიჯავაძე და „ფიცის კაცნი“, ლორთქიფანიძე, იოსელიანი, ავალიანი, ყიფიანი და სხვა (დასავლეთ საქართველოს დელეგაცია). მათ, ერთი მიზანი ამოძრავებდათ-საქართველოს გაერთიანება ერეკლე II-ის უზენაესობის ქვეშ. შული და გული ამ დიდი სამამულიშვილო საქმისა იყო სოლომონ ლიონიძე-

პირველად საქართველოს ტრაქტატის რუსეთთან შეერთებაში მე ვიყავი მოქმედი და ამას გარდა საქართველოსა და სრულიად იმერეთის შავ ზღვამდე მე გავაკეთე ტრაქტატი[40]

ბრწყინვალე დიპლომატი, ანალიტიკოსი, შესანიშნავი ორგანიზატორი და მჭერმეტყველი.

ეს იყო კაცი წინად მგრძნობელი, მომავლის ნათლად გამრკვევი და დამნახავი, მომავლის ცხოვრების რუკათა მხატვარი[41].

ასეთი პიროვნება მთელი ცხოვრება დაუღალავად იღვწოდა ერთიანი და ძლიერი საქართველოსათვის. იგი ზუსტად ერკვეოდა როგორც საერთაოშორისო, ასევე საშინაო ასპარეზზე შექმნილ სიტუაციაში. ეს იყო დაბალი წოდებიდან აღზევებული ადამიანი, რომელსაც ერეკლე II-მ თავადის ტიტული უბოძა. იგი დაიბადა კახეთში, 1762 წელს და ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდა ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ფიგურირებს. მას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა არა მარტო მის ცხოვრებაზე, არამედ თვით ერეკლე II-ზეც (დიმიტრი ორბელიანი და სულხან მდივანი ქართლში, სვიმონ მდივანი კახეთში, ზურაბ წერეთელი და სხვა იმერეთში). იგი კარგად ხედავდა, რომ საქართველოს ხსნა საქართველოშივე იყო. სწორედ, ამის შედეგია მისი ტრაგიკული და დრამატიზმით აღსავსე ცხოვრება.

1790 წლის „ივერთა ერთობის ტრაქტატი“ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო XVIII საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, თანაც, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ როცა ერეკლე II-მ 1791 წლის 29 იანვარს კავკასიის ხაზის მთავარსარდალსა და ეკატერინე II-ის ფაქტიურ თანამმართველ პოტიომკინს გაუგზავნა წერილი-

ქართლკახეთი, იმერეთი, ოდიში და გურია ასე შეერთდა, დროის სიმარჯვე საჭიროდ ითხოვს, რომ დაუგვიანებლად (მონიშვნა ჩვენია..) უძლეველის მხედრობით შეგვეწიოთ[42]

რუსეთის იმპერია შეგნებულად არ დაეხმარა ქართველ ერს, რამეთუ სამეფო-სამთავროების გაერთიანება საფუძველს ჩაუყრიდა ძლიერ საქართველოს სახელმწიფოს, რაც იმთავითვე საერთო-კავკასიური პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის წინაპირობას მოასწავებდა. ამის წინააღმდეგ კი, საკუთარი დერჟავული ინტერესებიდან გამომდინარე, იბრძოდა და დღესაც იბრძვის „მესამე რომი“.

„ივერთა ერთობის ტრაქტატი“-ს სასიცოცხლო რაობაზე მეტყველებენ ჭაბუა ორბელიანისა და ქაიხოსრო წერეთლის სიტყვები: „ბედნიერება ერისა ითხოვს ერთობასა, ძლიერება მეფის არის ერთა დაკავშირება“,

შეერთება იმერეთისა ქართლისადმი არის სიმტკიცე მეფობისა; თუ გნებავსთ უძლეველობა ქვეყანისა ჩვენისა მტერთაგან, უნდა იქმნას ერთობა[43]

თუმცა, ერეკლე II-ის მიერ დაშვებულმა შეცდომამ და დარეჯან დედოფლის ეგოცენტრისტულმა მიდგომამ ამ საკითხისადმი ნულამდე დაიყვანა ქართველი ერის კონსოლოდაციის შესაძლებლობა; ამას კი არსებითი და პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან, რაც უმძიმესი ორასწლოვანი ტყვეობით დასრულდა ჩვენთვის. ხელიდან გაშვებულ იქნა საქართველოს გადარჩენის კიდევ ერთი დიდი შანსი.

ერეკლე II

ერეკლე II ძალზე საინტერესო და ერთი უკანასკნელი დიდი გვირგვინოსანთაგანია დიდი ქართველი გვირგვინოსანთაგანია ჩვენი ერის მატიანეში, რომელსაც ღირსშესანიშნავი წარმატებების მოპოვებასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანი შეცდომები აქვს დაშვებული. მაგრამ მისი პიროვნების პოლიტიკური შეფასებისათვის აუცილებელია მაკიაველური მეტრის მოშველიება. ამ უკანასკნელის მიერ მოცემულ ძლიერი ხელმწიფის სახეში ფიგურირებს ლომისა და მელიის ნიში:

Из всех зверей пусть государь уподобится двум: льву и лисе. Лев боится капканов, а лисаволков, следовательно, надо быть подобным лисе, чтобы уметь обойти капканы, а льву, чтобы отпугнуть волков. Тот, кто всегда подобен льву, может не заметить капкана[44]

და ერეკლე II-ში, თუ დავაკვირდებით მის 78 წლიან სიცოცხლეს, სწორედ, რომ ლომის ნიში დომინანტობდა (მისი ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებები). ამაზე მეტყველებს სოლომონ ლიონიძის „მოთქმით ტირილი საქართველოს მეფისა, ღერკულესის ნეტარებისა ღირსისა“-„იუდას ლომი“, „ერთმან მარტომან უძლეველმან რაინდმან“, „ღერკულეს უძლეველი“, „საქართველოს გეორგიანთ მეფე“, „მზე მიწიერი ღამიანის ქართლისა“-ქართლ-კახეთის მსაჯულისაგან ერეკლე II-სთვის შერქმეული ეპითეტებია. არასაკმარისი აღმოჩნდა ლომობა, მიუხედავად იმისა, რომ „პატარა კახს“ ნამდვილად ვერ მივაწერთ გულიბრყვილობას პოლიტიკაში-გავიხსენოთ მისი აღმოსავლური და კავკასიური დიპლომატია. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, თუ რაოდენ ვერაგული იყო რუსეთის იმპერია საქართველოს მიმართ. ერთ-ერთი არგუმენტი-

საქართველოს მთავრობა მუდამ ცდილობდა დაწინაურებული სამხედრო ტექნიკა და მეტადრე, ზარბაზნების ჩამოსხმამოქმედება შეესწავლა, ხოლო რუსეთის მთავრობა იდეუმალ ყოველ ღონისძიებას ხმარობდა, რომ საქართველოს თავისი წადილი ვერ განეხორციელებინა. ასე რომ, თუ საქართველოს მეXVIII საუკუნის დასასრულს, როდესაც რუსეთის მთავრობის ზემოთმოყვანილი რჩევა იყო შედგენილი, შესაფერისი არტილერია არ ებადა, ამაში უმთავრესად თვით რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს უძევთ ბრალი“.[45]

ქართლკახეთის სამეფო XVIII საუკუნის 90-იან წლებში

პრორუსული პარტიის გამარჯვებაზე მეტყველებს ერეკლეს მიერ 1793 წლის 12 დეკემბერს გარსევან ჭავჭავაძის ელჩად გაგზავნა პეტერბურგში. ყოველივე ამას კი შედეგად მოჰყვა კრწანისის ტრაგედია ორი წლის შემდეგ. რა იყო ეს უბედურება, თუ არა აღმოსავლური ფაქტორის უგულებელყოფისა და კვლავ ჩრდილოური ორიენტაციის აღების ნაყოფი?! ლოგიკურია, როცა ოფიციალური პეტერბურგი კიდევ ერთხელ შეგნებულად არ დაეხმარა თავის მოკავშირეს განსაცდელის ჟამს, შეუდარებლად უკეთეს შედეგს მოიტანდა ირან-ოსმალური კურსის გატარება. მეფე ერეკლემ 1795 წლის უბედურების შემდეგ

ყეინის ულტიმატუმის წყალობით, რუსეთის კართან დაარღვია დაკავშირების გამო საუბარი და დარჩა მხოლოდ მფარველობა 1783 წლის[46].

მან სტამბოლში მოსალაპარაკებლად იოსებ ბებუთაშვილი გაგზავნა, რათა თავი დაეცვა აღა-მაჰმად-ხანის განმეორებითი აგრესიისაგან. ეტყობა, ავსტრიასთანაც დაამყარა კავშირი, რაზედაც ირანის მმართველის მიერ 1795 წელს ვენაში ქართლ-კახეთის საკითხთან დაკავშირებით გაგზავნილი გაგზავნილი ელჩობა მიგვანიშნებს[47]. ამან მეტად დააფრთხო რუსეთის იმპერია, რადგანაც ამ შემთხვევაში, შესაძლოა, წერტილი დასმოდა მის მისწრაფებას-კავკასიაში გაბატონებას. თვითმპყრობელური მთავრობა არ დაელოდა მოვლენების განვითარებას და თითქოს აღა-მაჰმად-ხანის „დასასჯელად“ (რუსული ცინიზმის კიდევ ერთი გამოხატულება-კ.ვ.) აწყობს ლაშქრობას გენ. ზუბოვის მეთაურობით[48]. სინამდვილეში, აი, რა ამოძრავებდა რუსეთს: სიტუაციის სტაბილიზირება სპარსეთში სავაჭრო ურთიერთობათა გაფართოებისათვის არა მარტო კასპიისპირეთში, არამედ თვით ირანის შიგნით („პეტრეს სისტემის“ ერთ-ერთი პუნქტი-კ.ვ.);

Быть может, востановлённое спокойствие и порядок в Персии откроют нам богатый торг не только при берегах моря Каспииского, но и внутри передовых персидских областей. Посредством сих последних удобовозможно будет открыть путь в Индию и привлекая к нам богатейщий торг сей кратчайшими путями, что тот, кому следуют народы, все выгоды, преобретаемые европейцами, обратить возможно будет в пользу нашу[49].

ერეკლე მეორე მთელი ძალებით ცდილობდა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისაგან გაპარტახებულ ქვეყანაში უწინდელი მდგომარეობის აღდგენას, მაგრამ გმირი მეფე 1798 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა და იგი სვეტიცხოველში დიდი პატივით დაკრძალეს.

ახლადგამეფებული გიორგი XII-ის კარზე კვლავ იჩინა თავი პრორუსულ და „პროაღმოსავლურ“ პარტიათა ურთიერთდაპირისპირებამ.

ამასვე დროსა მოვიდა იბრაიმ ბეგი ახალციხის ფაშისაგან გამოგზავნილი თხოვნითა, რათა მეფე შევიდეს ხონთქარის სელიმის მფარველობასა და აღუთქუმიდა ახალციხისა და სრულიად სამცხისაცა შეერთებასა სამეფოისა თანა მეფისა, ვითარცა იყო ძველად[50].

სოლომონ ლიონიძე 1799 წელს მეფეს ურჩევდა:

1. გაეგზავნოს ინგლისის ინდოეთს მადრასესა და კალკუტაში მცხოვრებ მდიდარ კარეზს და ეთხოვოს კვალად საქართველოს და სომხეთის მფარველობა, რათა სპარსეთმა უვნებელყოს საქართველოს ადგილები თავის საზღვრებიდან“;

2. განახლდეს იმერთა შორის დავალებაქართლკახეთიმერეთის შეერთების შესახებ“;

3. „ახალციხის ათაბაგების და სხვა ფაშეფთა თხოვნით ეთხოვოს ოსმალეთის მთავრობას, რომ მან ქართლკახეთიმერთა შეერთებულ სამეფოს უკან დაუბრუნოს ჯავახეთმესხეთის ალაგები, ახალციხე, ახალქალაქი, ბათუმი და სამცხესაათაბაგოს სხვა ქალაქები (ეს ხომ არაა ისდიდი ჯილდო“, რომელსაც ოსმალეთი პირდებოდა ერეკლე II- რუსეთთან კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში ჯერ კიდევ 1786 წელს?!);

4. „თფილისის პატრების დახმარებით ეუწყოს საფრანგეთის ხელმწიფე იმპერატორს, ნაპოლეონს, რათა მან აუწყოს ოსმალეთს საქართველოს მფარველობა და იმ ადგილების დაბრუნება უკანვე, რომელნიც მათ ადრე წაართვეს ქართველთ“;

5. „ოსმალსპარსეთთან განახლდეს მეგობრული კავშირის მიწერმოწერა, გაიგზავნოს კაცები და ეუწყოთ მათ, რომ ამიერიდამ საქართველო რუსეთის იმპერიასთან იქონიებს მხოლოდ მეგობრულანუ მეზობლურ კავშირს“ (საერთო ჯამში, აშკარაა პროოსმალურფრანგული კურსის დომინირება სოლომონ ლიონიძის შემოთავაზებაში)[51].

შემდგომ ამისა, ლიონიძე მალევე გადადის იმერთა სამეფო კარზე, სადაც საქართველოს უკანასკნელ დიდ გვირგვინოსანთან, სოლომონ II-სთან ერთად ბოლომდე იბრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენისათვის. მისი პიროვნების ტრაგიზმი იმაში მდგომარეობდა, რომ ის არ გაჩნდა დიდგვაროვნად ან კიდევ, ტახტის მემკვიდრედ. ამ ჭრილში იგი გიორგი სააკაძეს თუ შეედრება მხოლოდ. საინტერესო დამთხვევაა-ორივე დევნილობაში გარდაიცვალა 49 წლის ასაკში.

გიორგი XII-ს მეფობის პირველ ხანებში ქართლ-კახეთის სამეფოს მიერ ირან-ოსმალური მიმართულების აღებაზე მიუთითებენ ჯერ კიდევ 1798 წელს ირანში, ბაბა-ხანის წინადადების საპასუხოდ გაგზავნილი სარდლის-გიორგი ციციშვილის ელჩობა და ასლან ორბელიანის დიპლომატიური მისია ოსმალეთში, მაგრამ საბოლოოდ, მაინც იმძლავრა პრორუსულად განწყობილმა დასმა, რამაც ჩვენი ქვეყნის წინაპირობა შეუქმნა ჩრდილოეთის იმპერიას.

რაც შეეხება საშინაო ვითარებას, მისი ნორმალიზაცია გიორგი XII-მ გარკვეულწილად მოახერხა; 1798 წელს კახეთის გამგებლად თავისი შვილი, ბაგრატი დანიშნა,

მიეცა მეფის ძესა ბაგრატს სრული ნება თავადთა ურჩთა შეპყრობისა და უკეთუ არ დამორჩილდეს ვინმე და შეეხიზნოს ლეკთა, ვითარცა ორგულსა მოექცეს;-ესრეთმან ბრძანებამან ძლიერმან მეფისა, დაუმორჩილნა ძლიერნი, გამოცხადებულნი და არაგამოცხადებულნი მტერნი. ვერცა ერთმან თავადმან ვერ გაჰბედა მიდგომა მეფისა ძმათა განზრახვათა, მოსურნეთა რათა აუშალონ თავადნი მეფისა[52].

გიორგის გადაწყვეტილი ჰქონია საუფლისწულოების გაუქმება და მეფის ხელისუფლების ცენტრალიზაცია.

დღის წესრიგში დადგა „ჭარის პროექტი“-ს საკითხი. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ თიმურაზ-ერეკლეს დროს უნდა შემუშავებულიყო საზოგადოების მოწინავე ნაწილის აქტიურობით. ამ გეგმის შესახებ გიორგი XII წერს 1799 წლის 23 ნოემბერს, პავლე I-თან დადებული ხელშეკრულების XIX ნოტაში-

ავყაროთ იგინი და დავჰყოთ სხვა და სხვა შინა ადგილთა საქართვლოსა მოსახლეთა შორისდა ადგილთა მათთა დავასახლებთ ქრისტიანეთა ნებით თვისით მოსურნეთა, რომელთაგანიცა თვინიერ იჭვისა მოიპოვების მრავალნი მოსურნენი, ამის მიზეზისათვის, რომელ ადგილ იგი არს ნაყოფიერი, სადაცა მოდის პური მრავალ გვარი და უმჯობესი სხვათაგან, და ბრინჯი, და ესრეთვე ხილი, და აბრეშუმის ხე, რომლისაგანაცა ხელოსანნი. საკმაონნი რიცხვით აკეთებენ აბრეშუმსა[53],

ხოლო ის, ვინც რუსეთში მოისურვებდა წასვლას, დასახლდებოდა მოზდოკის ან ყიზლარის ტერიტორიაზე. ახალციხის საფაშოს და კაკ-ელისენის დაბრუნებით გათვალისწინებული იყო ფულადი გადასახადის დაწესება და ყოველწლიურად 200 ფუთი აბრეშუმის წარმოება[54] ე. ი. ამ ძირძველი ქართული ტერიტორიების შემომტკიცების შემდგომ, გეგმაში ყოფილა მეაბრეშუმეობის განვითარება საქართველოში.

საქართველოში რომ არამც და არამც ხალხი და არც თვით გიორგი მეფე თავისი სახელმწიფოს დამოუკიდებელი არსებობის მოსპობაზე სრულებითაც არ ფიქრობდა, ამას ის გარემოებაც მოწმობს, რომ მაშინ ჩვენს სამშობლოს მოწინავე წრეებში ინტენსიური კულტურული მუშაობა სწარმოებდა და მტკიცე სამზადისი იყო როგორც სახელმწიფო წესწყობილების გასაუმჯობესებლად და ევროპულის მსგავსად გარდასაქმნელად, ისევე ევროპული მეცნიერების, ფილოსოფიისა და მწერლობის საქართველოში გადმოსანერგავად. საუკეთესო თხზულებები და სახელმძღვანელოები, რომელიც ფილოსოფიაში, ფიზიკაში და სამათემატიკო მეცნიერებაში და ბუნებისმეტყველებაში, აგრეთვე, სამხედრო ხელოვნებაში ევროპაში გამოდიოდა და ქართულადაც იყო ნათარგმნი. სასწავლებლებში სახმარებლად და წასაკითხავი წიგნები მზადდებოდა. იოანე ბატონიშვილმა ვრცელი მოხსენება წარუდგინა გიორგი მეფეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეცვლილიყო საქართველოს სახელმწიფოს წესწყობილება, რომელშიც სხვათა შორის, სამი ლიცეუმის მსგავსი უმაღლესი სასწავლებლის გახსნა იყო გათვალისწინებული. მეფე გიორგიმ 1799 წელს დაამტკიცა ეს პროექტი და მისი განხორციელება უნდა დაეწყოთ[55].

ქვეყანა ახლა იწყებდა სისხლსავსე ცხოვრებას და ყოველივე ამის ჩაკვლა დანაშაული იყო როგორც ქართველი ერის, ასევე მთელი კაცობრიობის წინაშე.

ქართლკახეთის სამეფოს ანექსია რუსეთის იმპერის მიერ

გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ (1800 წლის 28 დეკემბერი), ქართლ-კახეთის სამეფო კარზე რამდენიმე პარტია ფიგურირებს, რომელთა შორის ძირითადი ნაწილი იბრძოდა ტახტისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის:

1. დავით გიორგის ძის პარტია რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას მხოლოდ 1783 წლის ტრაქტატის პირობებში ცნობდა. ღაც შეეხება დავითის გამეფებას, თვით უფლისწული არ ჩქარობდა (ამ დროს კი ქართლ-კახეთის ბედი გადაწყვეტილი ჰქონდა ჩრდილოეთის იმპერიას). მას ეახლა იოანე სარდალი

განღვიძებული სხვათაგან დამშვიდებული მეფის ძის იოანესაგან და ალექსანდრე მაყაშვილისაგანდა მოახსენა: „ნუ დაჰკარგავ მეფობასა, მიბრძანე და გამოუცხადებ რუსისა აქა ჯარსა წარვიდეს რუსეთად და თუ არა იქმს რუსისა ღენერალი, ადვილია მისი აქედამ განდევნა (მონიშვნა ჩვენია..), დავიცვათ მეფობა და განვამტკიცოთ მეფობითი სახელი ჩვენი. როგორც გვიმეფნია, ისევე ვიმეფოთ[56].

აქედან აშკარად ჩანს, რომ უკანასკნელ ჟამსაც კი შესწევდა საქართველოს საკუთარი ბედის შემოტრიალების ძალა;

2. უფრო აქტიურობდა იულონის პარტია, რომელიც ასევე, გეორგიევსკის ტრაქტატით იფარგლებოდა;

3. „ნაკლებად, მაგრამ იყვნენ ისეთნიც, რომლებიც პირად ინტერესებზე მაღლა იდგნენ, ხალხის განწყობილებასა და პოლიტიკურ ვითარებას ითალისწინებდნენ“[57], რაც მათ საკმაოდ სოლიდურ მომზადებასა და გამოცდილებაზე მეტყველებს.

4. რუსული მმართველობის დამყარების მოსურნე იყო სომხური დიასპორა, რომელთა მოღვაწეობაზე სოლომონ ლიონიძე ამბობს:

მელიქი და სომხობა გველურად იქცევიან[58].

1801 წლის 18 იანვარს გამოქვეყნდა პავლე I-ის მანიფესტი, რომლის მიხედვით თითქოს, მაშინ უკვე გარდაცვლილი გიორგი XII-ის სურვილით საქართველო რუსეთს „შეუერთდა“. არადა, ქართლ-კახეთის უკანასკნელ გვირგვინოსანს შესაბამისი ხელმოსაწერი ქაღალდი თვალითაც არ უნახავს. ამავე წლის 8 აგვისტოს ოფიციალური პეტერბურგის სენატის დებატებზე უმრავლესობამ ჩვენი სამშობლოს ანექსიას დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ წავიდა გრაფი ვორონცოვი, გრაფი კოჩუბეი, თავადი ჩარტერიისკი, იმპერატორის რწმუნებული-ბეკლეშევი. მათი აზრით, რუსეთი ისედაც დიდძალ ტერიტორიას ფლობდა, ხოლო ქართლ-კახეთს დაპყრობა გაართულებდა თავდაცვის საქმეს, რაც გაზრდიდა სახელმწიფო ხარჯებს. გრაფი ვორონცოვი საქართველოს ვასალურ მდგომარებაში დატოვებას მოითხოვდა, ანექსიის მომხრენი კი ხელმძღვანელობდნენ საგანგებოდ აღჭურვილი გრაფ მუსინ-პუშკინის სტრატეგიული სქემით:

1. საქართველოდან გაიოლდებოდა კავკასიელ მთიელთა დამორჩილება და რუსის ჯარი უფრო სწრაფად მომარაგდებოდა სურსათით;

2. შეიძენდნენ ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყანას;

3. გაიზრდებოდა აღებმიცემობა ირანოსმალეთთან;

4. თურქეთთან ომის შემთხვევაში ანატოლიის ფრონტი მუდამ ღია იქნებოდა.[59]

ამით, რუსეთის იმპერატორი არღვევს რა 1783 წლის ხელშეკრულებას, ერთპიროვნულად აქვეყნებს მანიფესტს, რომლის საფუძველზე საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედის. ცნება „საქართველო“ ამოგდებულია პოლიტიკური ტერმინოლოგიიდან. იგი აღარ იხსენიება არც რუსეთის იმპერატორის ტიტულატურაში (იგულისხმება „სხვათა და სხვათა“ შორის). საქართველო კარგავს სახელმწიფოებრიობას.

საერთაშორისო აზრი (საერთაშორისო სამართალი ჯერაც არ არსებობს) გაჩუმებულია. მის ცნობიერებაში თანდათან ამოიშალა საკუთარი სახელითსაქართველოსშესაბამისი სუბიექტი[60].

1801 წლის 12 სექტემბერს ალექსანდრე I-მა პეტერბურგში გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის „შემოერთების“ შესახებ. ამ გაუგონარ პოლიტიკურ თავხედობას მოჰყვა რუსთა ვანდალური საქციელი სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც გენერალმა კნორინგმა ქართველი თავადაზნაურობა ნაძალადევად დააფიცა იმპერატორის ერთგულებაზე.

„რუსეთმა უნიკალური საქციელი ჩაიდინა, როცა მოკავშირე ქვეყანა დაიპყრო-ეს გახლდათ პოლიტიკური ცინიზმის რუსული გამოვლენა“[61].

ქართლ-კახეთის ანექსია დასრულებული იყო. იგი ქართული პოლიტიკური წრეების დაბნეულობის შედეგსაც წარმოადგენდა და არა გამოუვალი სიტუაციისას (როგორც ამაში სურთ დაგვარწმუნონ პირად კეთილდღეობასა და საკუთარ პატივმოყვარეობას აყოლილ ჩრდილოეთის მზის თაყვანისმცემელმა ვაიმეცნიერებმა). წინ რჩებოდა მეორე ეტაპზე გადასვლა-სხვა ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა და ათვისება-კოლონიზაცია, რისთვისაც რუსეთის იმპერია მაკიაველის პრინციპით ხელმძღვანელობდა:

Если город или страна привыкли состоять под властью государя, а род его истреблен, то жители города не так легко возьмутся за оружье, ибо, с одной стороны, привыкнув повиноватся, с другойне имея старого государя, они не сумеют ни договориться об избрании нового, ни жить свободно. Так что, у завоевателя будет достаточно времени, чтобы расположить их к себе и тем обеспечить себе безопасность. Тогда как в республиках (აქ იგულისხმება ზოგადად ქართულ პოლიტიკურ ერთეულებში..) больше жизни, больше ненависти, больше жажды мести; и в них никогда не умирает и не может умереть память о былой свободе. Поетому самое верное средство удержать их в своей властиразрушить их, или же в них поселится[62].

ამის დასტურად გამოდგება იმპერიის რუსიფიკატორული პოლიტიკა, რომელსაც იგი ჩვენში ორი საუკუნის განმავლობაში ატარებდა.

იმაზე, თუ რამდენად სატიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა რუსული უღელი, მეტყველებს 1907 წელს ჰააგის სამშვიდობო კონფერენციაზე ქართველი ერის მიერ გაგზავნილი მემორანდუმი.

ყოველივე ეს იყო ნახევარი საქართველოს დისკრიმინაციისა. მეოცე საუკუნე არანაკლებ ცინიკური, დაუნდობელი და სისხლიანი აღმოჩნდა.

ბოლოსიტყვაობა

ფაქტორები, რომელთაც განაპირობეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა:

1. ქართლკახეთის საუფლისწულოებად დანაწილება;

2. ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე უარის თქმა;

3. აღმოსავლური ორიენტაციის ნაცვლად ჩრდილოური კურსის აღება;

4. საგარეო ურთიერთობების დამოუკიდებლად წარმოების უფლების რუსეთის იმპერიისათვის გადაცემა.

ამ მიზეზებიდან გამომდინარე, უეჭველია, შეიძლებოდა საქართველოს არ დაეკარგა სუვერენიტეტი. სხვა საკითხია, გამოყენებულ იქნა თუ არა ეს შანსი და რა მოხდა სინამდვილეში.

„თბილ ციმბირში“ გადმოსახლებულმა დეკაბრისტმა, ბესტუჟევმა შესანიშნავად განმარტა:

Дайте Кавказу мир, и не ишите земного рая на Евфратеон здесь, он здесь!“.

ისტორიულმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ მშვიდობას სხვა არავინ მოგვცემს. იგი ჩვენ თვითონვე უნდა მოვიპოვოთ; ხსნა კი ილია ჭავჭავაძის მიერ მოცემულ ბრწყინვალე ფორმულაშია: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!“-

მაშინ ქვეყანა კავკასიისა, სავსე ქვეყნიერითა და ზეციურითა მადლითა, უხვებითა, სიმდიდრითა, მშვენიერებითა, შეიქმნება ერთი და ყოვლადი (მონიშვნა ჩვენია..). მცხოვრებნი ქვეყანისა ამის, შორის ორთა ზღვათა, მაერთებელთა ევროპისა და აზიისა, მოიგონებენ მაცხოვრისა ნუგეშინისცემითა სიტყვასა: „და იყვნენ ერთი მწყემსი და ერთი სამწყსო[63].

ეს მოწოდება ძალაში XXI-ე საუკუნეშიც რჩება.


გამოყენებული
ლიტერატურა:

ამილახვარი ალბრძენი აღმოსავლეთისა, თბ, 1997

ბერძენიშვილი საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგ. II, თბ, 1965

გაფრინდაშვილი ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის ნარკვევები,
III,
თბ, 1988

დაბრუნება , . 3, თბ, 1992

დადიანი ქართველთ ცხოვრება, თბ, 1967

თაყაიშვილი საქართველოს სიძველენი, . III, თბ, 1910

იოსელიანი ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, თბ, 1978

კაკაბაძე კრწანისის ომი, თბ, 1991

კაკაბაძე საქართველოს ისტორია, ახალი საუკუნეების ეპოქა, ტფ, 1922

მენთეშაშვილი საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის ისტორია,
წიგ. II, (1799-1918 ..), თბ, 2000

ჟორდანია ქრონიკები, . III, თბ, 1967

საქართველო და ევროპის ქვეყნები, თბ, 1991

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . IV, თბ, 1973

ტაბაღუა საქართველოსაფრანგეთის ურთიერთობების ისტორიიდან, თბ, 1979

ქიქოძე ერეკლე II, თბ, 1941

ცინცაძე -1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი, თბ, 1960

ცქიტიშვილი საქართველოს საზოგადო მოღვაწენი, თბ, 1980

ჭავჭავაძე ალთხზულებები, თბ, 1986

ჭიჭინაძე სოლომონ ლიონიძე მსაჯული, ანუ ვიცე კანცლერი მეფე ერეკლე და

სოლომონ იმერთა მეფისა, ტფ, 1910

ჯავახიშვილი ივ, სურგულაძე , პროფ. ლისტიისტორიული რარიტეტები, თბ, 1989

ჯავახიშვილი ივქართველი ერის ისტორია, წიგ. V, თბ, 1953

Джавахишвили ИПолитическое и социальное движение в грузии в XIX веке, СПБ, 1906

Исторический лексикон, Т. 8, XVIII век, М, 1996

Ленин В.И.-Сочинения, Т. 19, 1935

Макиавелли Нгосударь, М, 1999

Маркс К и Энгельс ФСочинения, Т. IX, М, 1933

Марр НИстория Грузии, СПБ, 1906

Смирнов НПолитика России на Кавказе в XVIXIX веках, М, 1958

Фадеев А. ВРоссия в системе международных отношении 1815-1849 г.г. М, 1961

Фадеев А. ВРоссия и Кавказ первой трети XIX в, М, 1965

Цагарели АГрамоты и другие исторические документы относяшихся до Грузии, Т. III, СПБ, 1898

პრესა:

ახალი ქართული გაზეთი, 6, 30 ივლისი, 1998

ლიტერატურული საქართველო, 2 აგვისტო, 199

საქართველოს რესპუბლიკა, 5 იანვარი, 1991, 3 (23)

საქართველოს რესპუბლიკა, 25 სექტემბერი, 1991

ცისკარი, 3, 1983


[1] დაბრუნება, ტ. 3, 1992, გვ. 124

[2] ბერძენიშვილი ნ.- საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგ. II, თბ. 1965, გვ. 247

[3] ნაცვალაძე მ. – რუსული იმპერიული იდეოლოგია და გეორგიევსკის ტრაქტატი, ახალი ქართული         გაზეთი, 6, 30 ივლისი, 1998, ე-6

[4] იქვე

[5] ქიქოძე გ. – ერეკლე II, 1941, გვ. 50

[6] იოსელიანი პ. – ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, თბ, 1978, გვ. 178

[7] ამილახვარი ალ. – ბრძენი აღმოსავლეთისა, თბ, 1997, გვ. 161

[8] იოსელიანი პ. – დასახ. ნაშრ, გვ. 13

[9] ქიქოძე გ. – დასახ. ნაშრ. გვ. 51

[10] იქვე, გვ. 79

[11] Смирнов Н. – Политика России на Кавказе в XVI-XIX веках, М, 1958, стр. 171

[12] ბერძენიშვილი ნ. – დასახ. ნაშრო, გვ. 247

[13] Фадеев А. В. – Россия в системе международных отношении 1815-1849 г.г. М, 1961, стр. 33

[14] Ленин в.И. – Сочинения, Т, 19, 1935, стр. 281

[15] Маркс К и Энгельс Ф – Сочинения, Т, IX, М, 1933, стр. 405

[16] Маркс К и Энгельс Ф – Ibid, стр. 385-386

[17] Фадеев А. В. – Россия в системе международных…, стр. 52

[18] Исторический лексикон, Т. 8, ХVIII век, М, 1996

[19] Фадеев А. В. – Россия и Кавказ в первой трети XIX в, М, 1965, стр. 60

[20] იოსელიანი პ. – დასახ. ნაშრ. გვ. 100

[21] ნაცვალაძე მ. – დასახ. ნაშრ. ახალი ქართული გაზეთი, გვ. 6

[22] ჯავახიშვილი ივ, სურგულაძე პ, პროფ ლისტი – ისტორიული რარიტეტები, თბ, 1989, გვ. 83-84-94

[23] იქვე, გვ. 108-109

[24] ლანგი დ. – საქართველოს მონარქიის უკანასკნელი წლები, 1658-1832, ახალი ქართული გაზეთი, 6,    გვ. ე-7

[25] ჯავახიშვილი ივ, სურგულაძე პ, პროფ ლისტი – დასახ. ნაშრ. გვ. 92

[26] საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ, 1973, გვ. 709

[27] Маркс К и Энгельс Ф – Сочинения, Т, IX, ….  стр. 379

[28] Фадеев А. В. – Россия и Кавказ … стр. 53

[29] Ibid, стр. 106

[30] ლანგი დ. – დასახ. ნაშრ. გვ. ე-7

[31] არდაშელია ო. – ნაპოლეონ I-ის პოლიტიკა ირანის მიმართ 1802-1807 წ.წ. საქართველო და ევროპის ქვეყნები, თბ, 1991, გვ. 87

[32] Смирнов Н. – Политика России …, стр. 173

[33] Фадеев А. В. – Россия и Кавказ … стр. 170

[34] ბერძენიშვილი ნ. – დასახ. ნაშრ. გვ. 247

[35] კაკაბაძე ს. – კრწანისის ომი, თბ, 1991, გვ. 60

[36] იქვე, გვ. 60

[37] კაკაბაძე ს. – საქართველოს ისტორია, ახალი საუკუნეების ეპოქა, ტფ, 1922, გვ. 233

[38] ჭიჭინაძე ზ. – სოლომონ ლიონიძე მსაჯული, ანუ ვიცე კანცლერი მეფე ერეკლე და სოლომონ იმერთა   მეფისა, ტფ, 1910, გვ. 6

[39] იოსელიანი პ. – დასახ. ნაშრ. გვ. 18

[40] ცქიტიშვილი ზ. – საქართველოს საზოგადო მოღვაწენი, თბ, 1980, გვ. 59

[41] ჭიჭინაძე ზ. – დასახ. ნაშრ. გვ. 4

[42] ცქიტიშვილი ზ. – დასახ. ნაშრ. გვ. 63

[43] იოსელიანი პ. – დასახ. ნაშრ. გვ. 16-17

[44] Макиавелли Н. – Государь, М, 1999, стр. 96

[45] ჯავახიშვილი ივ, სურგულაძე პ, პროფ ლისტი – დასახ. ნაშრ. გვ. 111

[46] იქვე, გვ. 111

[47] ჭიჭინაძე ზ. – დასახ. ნაშრ. გვ. 24

[48] კაკაბაძე ს. – კრწანისის…, გვ. 65

[49] Фадеев А. В. – Россия и Кавказ … стр. 53

[50] იოსელიანი პ. – დასახ. ნაშრ. გვ. 116

[51] ჭიჭინაძე ზ. – დასახ. ნაშრ. გვ. 22-24

[52] იოსელიანი პ. – დასახ. ნაშრ. გვ. 86-87

[53] იქვე, გვ. 110

[54] ცინცაძე ი. – 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი, თბ, 1960, გვ. 79

[55] ჯავახიშვილი ივ, სურგულაძე პ, პროფ ლისტი – დასახ. ნაშრ. გვ. 118-119

[56] იოსელიანი პ. – დასახ. ნაშრ. გვ. 220-221

[57] ჭავჭავაძე ალ. – თხზულებები, საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი, 1801-დან 1831 წლამდე, თბ, 1986, გვ. 210-211

[58] იოსელიანი პ. – დასახ. ნაშრ. გვ. 203

[59] ახალი ქართული გაზეთი, 6…, გვ. ე-4

[60] ერაძე გ. – „სამართლებრივი მირაჟი“, საქართველოს რესპუბლიკა, 5 იანვარი, 1991, 3 (23)

[61] ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი 1783 წლის ხელშეკრულების შესახებ, ახალი ქართული           გაზეთი, 6

[62] Макиавелли Н. – Государь, М, 1999, стр. 61

[63] იოსელიანი პ. – დასახ. ნაშრ. გვ. 244